სახელშეკრულებო ურთიერთობები თქვენთან, როგორც ჩვენი ვებ-გვერდის, სატელევიზიო მაუწყებლობისა და სხვა მომსახურებათა, საერთო სახელწოდებით ”TVOYO.TV”, დიდი ბრიტანეთი (შემდგომში ”TVOYO.TV” წოდებული) კლიენტთან, მომხმარებელთან (შემდგომში ”თქვენ” ან ”კლიენტად”, ”მომხმარებლად” წოდებული), შედგება მხოლოდ ელექტრონული სახით, სარეგისტრაციო ფორმის (შემდგომში წოდებული, როგორც ”სარეგისტრაციო ფორმა”) შედგენის გზით. სარეგიოსტრაციო ფორმის ინსტრუქციების შესაბამისად დადგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება ხდება თქვენს მიერ შევსებულ საგნობრივ ფორმაში თქვენს მიერ განსაზღვრული პირობებით, რომლითაც თქვენ გამოხატავთ თქვენს თანხმობას. სახელშეკრულებო ურთიერთობები ასევე რეგულირდება ზოგადი პირობებით, ტარიფებით, რეკლამაციის პირობებითა და პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობისა და დაცვის პოლიტიკით აღნიშნული წესით რაიმე სახის შეუსაბამობებისა და ორაზროვნების არსებობის შემთხვევაში.
”TVOYO.TV” უფლებას იტოვებს თავისი მომსახურების გაწევისას გამოიყენოს სხვა კომპანიები ან პირები, მაგალითად თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში ლოგისტიკურ ან სერვისულ მომსახურებათა უზრუნველსაყოფად. საგნობრივ პირთა საკონტაქტო ინფორმაცია დაზუსტდება მომსახურების სახეობებიდან გამომდინარე, რასაც უზრუნველყოფენ აღნიშნული პირები.
თუ საიტის მომხმარებელი დაინტერესებული არაა ”TVOYO.TV”-ს მომსახურებაში, კერძოდ კი სატელევიზიო მაუწყებლობის ფასიან მომსახურებაში, საიტის გამოყენების წესი რეგულირდება ზოგადად მიღებული სამართლებრივი ნორმებითა და ამ საიტის გამოყენების ზოგადი პირობებითა და შეტყობინებებით.
”TVOYO.TV” უფლებას იტოვებს ცვლილებები შეიტანოს ზოგად პირობებში, და თუ თქვენ წარმოადგენთ რეგისტრირებულ მომხმარებელს, მაშინ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე გადმოგეგზავნებათ პირობების განახლებული ვერსია, ხოლო რეგისტრაციის არარსებობის შემთხვევაში პირობების განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ”TVOYO.TV”-ს ვებ-გვერდზე. თუ თქვენ ეთანხმებით ჩვენი მომსახურების გამოყენების ახალ პირობებს, მაშინ უფლება გაქვთ უარი თქვათ ხელშეკრულებაზე, სახელშეკრულებო ურთიერთობებით დადგენილი პირობებით.
როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ”TVOYO.TV”-ს სატელევიზიო მაუწყებლობისა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების გამოსაყენებელი სახელშეკრულებო ურთიერთობების დადგენა ხდება თქვენს მიერ სარეგისტრაციო ფორმის შევსების გზითა და თქვენი მხრიდან რეგისტრაციის დადასტურებით. ტარიფის არჩევა და დადასტურება, მომსახურებათა შემდგომი ანაზღაურება წარმოადგენს სავალდებულო სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა თქვენს მიერ მითითებული ინფორმაციის სისრულესა და სიზუსტეზე და თქვენი მხრიდან ინფორმაციის ბოროტად გამოყენების გაფრთხილებაზე, ასევე იმ ფაქტზე, რომ თქვენ ხართ სრულწლოვანი და სრულად ქმედუნარიანი კლიენტი. თქვენსა და ”TVOYO.TV”-ს შორის დადგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ მოგაწოდოთ სატელევიზო მაუწყებლობისა და სხვა მომსახურებები სახელშეკრულებო ურთიერთობების დადგენის თარიღისათვის შეთანხმებული მოცულობით.
”TVOYO.TV” ამავდროულად ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს მომსახურებათა ფუნქციონირება იმ მოცულობით, რაც შეესაბამება სატელევიზიო მაუწყებლობის დროის მინიმუმ 97%. კომპანია უფლებას იტოვებს მაუწყებლობის დროის 3% გამოიყენოს მომსახურებათა გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ტექნიკური საჭიროებისთვის, რაც კლიენტს უფლებას არ აძლევს წარმოადგინოს რაიმე სახის პრეტენზია.
სატელევიზიო პროგრამების, მისი პაკეტების, ტექნიკური აღჭურვილობის, ასევე სხვა საქონლისა და მომსახურებათა ანაზღაურება ხდება ელექტრონული სახით, საანგარიშსწორებო ან საკრედიტო ბარათების მეშვეობით. თქვენ გეკისრებათ სრული პასუხისმგებლობა გამოყენებულ ბარათთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, ასევე მის დაფარვასა და ნამდვილობაზე. სახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში განხორციელებული გადახდა საბოლოოა. თუ შესაბამისი თანხა არ ჩაირიცხება ”TVOYO.TV”-ს მომსახურებათა და საქონლის მომწოდებლის ანგარიშზე საჭირო ოდენობით, მაშინ მომსახურებათა მომწოდებელი უფლებამოსილია შეაჩეროს მომსახურების გაწევა ან საქონლის მიწოდება, ასევე მოითხოვოს მის მიერ გაწეული ზარალის ან ამგვარი სიტუაციის წარმოშობის შემთხვევაში დადგენილი ტარიფის ანაზღაურება. თქვენი მხრიდან რაიმე სახის საფასურის გადახდის შეფერხების შემთხვევაში ”TVOYO.TV” უფლებამოსილია გადაგახდევინოთ პროცენტები ვადის გადაცილებისა და შეტყობინების გაგზავნისათვის, ასევე მოითხოვოს მოსაკრებლების გადახდა და ხარჯების კომპენსირება მათი არსებობის შემთხვევაში.
თუ ”TVOYO.TV” იძულებული გახდება შეაჩეროს მომსახურების გაწევა ან საქონლის მოწოდება, მისი ვალდებულებები და მომსახურებათა გაწევა განახლდება ყველა კუთვნილი თანხის, მათ შორის პროცენტების ანაზღაურების შემდეგ.
მომსახურებათა გაწევა და საქონლის მიწოდება ხორციელდება მათი შეკვეთიდან და გადახდის განხორციელებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ”TVOYO.TV” უფლებამოსილია გამოიყენოს სხვადასხვა გადამზიდავების მომსახურება შეკვეთაში მითითებული თქვენი მისამართიდან გამომდინარე, ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ შეამოწმოთ ამანათი მისი ადგილზე მოტანისას, ხოლო დაზიანებების არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოთ თქვენი პრეტენზიები უშუალოდ გადამზიდავის მეშვეობით.
სახელშეკრულებო ურთიერთობები დადგენილი იქნება განუსაზღვრელი ვადით, ამასთან ცალკეული პროგრამული შეთავაზებები შესაძლოა დროში იყოს შეზღუდული, იხილეთ ტარიფები. გადახდილი ტარიფის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია მოქმედი ტარიფის განმეორებით შეძენა ან ახალი ტარიფის არჩევა. ტარიფები 12 თვეზე ავტომატურად გრძელდება შემდგომი 12 თვით, თუ თქვენს მიერ არ გაიგზავნება შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ არანაკლებ 30 დღით ადრე. სახელშეკრულებო ურთიერთობები შეიძლება გაუქმდეს ხელშეკრულების მხარეების შეთანხმებით ან ცალმხრივად ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ სახელშეკრულებო პირობების სერიოზული დარღვევის ან ნაკლებად სერიოზული განმეორებითი დარღვევის არსებობის შემთხვევაში, რომლის შესახებაც თქვენ შეგატყობინათ ხელშეკრულების მეორე მხარემ სიტუაციის გამოსწორების მოთხოვნით.
კომპანია ”TVOYO.TV”-ს მიერ წარმოდგენილი შეძენილი მოწყობილობების ან სხვა მოწყობილობების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სატელევიზიო მაუწყებლობის მომსახურების ან სხვა მომსახურებათა გამოსაყენებლად, რეგულირდება რეკლამაციის პირობებითა და გამოყენების ინსტრუქციებით.
წინამდებარე დოკუმენტის შესაბამისად დადგენილი სახელშეკრულებო ურთიერთობები, ყველა შემთხვევაში ვრცელდება ერთ საბოლოო მომხმარებელზე და არ შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს კომპანია ”TVOYO.TV”-ს წინასწარი თანხმობის გარეშე.
”TVOYO.TV”-ს მომსახურებათა გაწევა შეიძლება ცალმხრივად გადაეცეს სხვა კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს ამ მომსახურებათა გაწევას უკვე არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობების პირობების შესაბამისად.
წინამდებარე სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები ექვემდებარე განხილვას დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად და გადაწყდება ინგლისის სასამართლოს/საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ, ამასთან სასამართლო პროცესის ოფიციალური ენა იქნება - ინგლისური.
ზოგადი წესები
ტარიფები
საქონლის დაბრუნების პირობები
მონაცემთა დაცვა